ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე დროში მობილიზების მიზნით.