ევროპა შეზღუდვების მეორე ტალღისთვის ემზადება
Tbilisi Daily
ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს.
„რისკის დღევანდელი ახალი შეფასება მკაფიოდ ცხადყოფს, რომ სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში შემთხვევების მზარდი მატება ფიქსირდება, ყველამ მტკიცედ უნდა იმოქმედოს. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი აფეთქების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ შეზღუდვები დაუყოვნებლივ მიიღონ. შესაძლოა, ეს ჩვენი ბოლო შანსი იყოს, თავიდან ავიცილოთ ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა.