მცხეთის სამედიცინო ცენტრში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

Tbilisi Daily

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 14- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულად მძიმეა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.