სვანეთში ლოკალიზებულია ხანძრის 3 კერა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძარს მეოთხე დღეა აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 უკვე ლოკალიზებულია, კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე კერაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, ხანძარს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენიდან აქრობენ. ხანძრის რაიონში მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. სოფელ ხაიშთან, მთის ფერდობზე მდებარე ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30713621.html #ახალი_ამბები #twitter