ბათუმში მუშა დაიღუპა

0
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომითი უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მასშტაბით მუშები იღუპებიან. გუშინ, 7 ივნისს, კიდევ ერთი მუშა დაიღუპა - ამჯერად ბათუმში. დაღუპულია იაკობ თავდგირიძე, რომელიც 28 წლის იყო. ის ახალ ბულვართან მშენებლობაზე, მე-16 სართულიდან გადმოვარდა. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილი დაასაქმა კომპანიამ "სი ემ სი მეზღვაური", რომელიც ადრეც იყო შემჩნეული კანონდარღვევებში და დაჯარიმდა კიდეც. ადრე, იგივე კომპანიისთვის მუშაობისას 23 წლის მუშა გარდაიცვალა. "ბათუმელების" ინფორმაციით, კანონდამრღვევი კომპანიის, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მფლობელები არიან გია დოლიძე, დარეჯან შერვაშიძე და გოჩა რომანაძე. შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. მშენებლობა გარდაცვლილი მუშა შრომა
batumidaily
0