5 votes
0 comments
0 shares
Save
11 views
Robi Jashiashvili
Telavi · 1 year ago
#ლოპოტა

🧘‍♂️


Robi Jashiashvili
Telavi · 1 year ago
Similar Posts
Robi Jashiashvili
Telavi · 1 year ago
🦉🦉
Robi Jashiashvili
Telavi · 1 year ago
#WineTime 🖤🖤 00:25
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 1 week ago
სასტუმროების საკარანტინე სივრცედ გამოსაყენებლად მთავრობამ ივნისში 3,5 მლნ ლარის კონტრაქტი დადო
ივნისის თვეშიც გასული თვეების მსგავსად მთავრობის დავალებით საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 3,5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები დადეს. რადიო თავისუფლებამ გაფორმებული 39 ხელშეკრულება შეისწავლა. დოკუმენტები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. წინა ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, ჩამონათვალში აღარ მოხვდა ისეთი ცნობილი სასტუმროები, როგორც არის "ჰოლიდეი ინ", "ლოპოტა" და ა.შ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ თვეს 400 ნომრის დასაქირავებლად 7 ხელშეკრულება დადო, რომელთა ღირებულება 654 ათას ლარს აღემატება. ხელშეკრულებების მიხედვით, 321 ნომერი ივლისის ბოლომდეა დაჯავშნილი. 32 ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. სულ ჯამში დაქირავებული იყო 2 104 ნომერი. ხელშეკრულებების ჯამური მოცულობა 2 მილიონ 902 ათას ლარამდეა. ივნისში გაფორმებული ხელშეკრულებებით, უწყებას 376 ნომერი ივლისშიც აქვს დაქირავებული. საქართველოში სასტუმროებს საკარანტინე სივრცეებად ხელისუფლება მარტიდან იყენებს. ამ დროიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც სხვა ქვეყნიდან ბრუნდება, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავალ უწევს. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, ბიუჯეტიდან სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენებაში 32,5 მლნ ლარი დაიხარჯა. ამავე თემაზე: საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების მიყვანა-წამოყვანაში 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა#ახალი_ამბები#twitter
Barbare Donjashvili
Tbilisi · 1 year ago
ლოპოტა🌻✨
Sunny Travel Blog
Telavi · 4 weeks ago
რა ვნახოთ პარიზში ნაწილი II
✏ პარიზში ერთი დღე შეგიძლიათ დაუთმოთ Montmartre-ს, რომელსაც ხელოვანების ადგილსაც უწოდებენ. Sacré-Cœur Basilica მდებარეობს Montmartre-ს მთის წვერზე. მუშაობს ყოველდღე (6a.m. დან10.30p.m). შესვლა უფასოა. ჩვენ ფეხით ავედით და ბევრი საფეხურის ავლა მოგვიწია, თუმცა არ დავღლილვართ. ულამაზესი ხედი იშლება იქიდან. ✏ შემდეგ გავიარეთ Montmartre-ს ვიწრო ქუჩებში. აქ შეხვდებით პატარ-პატარა კაფეებს და უამრავ მაღაზიას, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნახატები იყიდება. ფასები სხვადასხვაა, თუმცა სურვილი თუ გექნებათ, ბიუჯეტის შესაბამის ნახატს აუცილებლად იპოვით. აქ გასეირნებას ნამდვილად გირჩევთ. ✏ Montmartre-დან ჩვენ წავედით Mur des je t’aime-სიყვარულის კედლის სანახავად. ამ კედელზე ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ 280 ენაზე წერია (მათ შორის ქართული). ფოტოების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს ამ ადგილს. შესაბამისად დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. 😁 ✏ სიყვარულის კედლის მერე შეგიძლიათ ფეხით გააგრძელოთ გზა Moulin Rouge-ისკენ. მულენ რუჟი მსოფლიოში ცნობილი კაბარეა, რომელიც 1889 წელს აშენდა. მე შოუზე არ ვყოფილვარ, თუმცა იძახიან რომ ნამდვილად ღირს მისი ნახვა. დღეში ორჯერ საღამოს 09:00ზე და 11:00ზეა. ბილეთის ფასი 87€-დან იწყება, რაც არც ისე მცირე თანხაა 😁 მულენ რუჟი წითელი ფარნების კვარტალში მდებარეობს სადაც განვითარებულია პროსტიტუცია და სხვადასხვა სახეობის სექს-ინდუსტრია. საღამოს აქ გავლა არც ისე სასიამოვნოა... #რავნახოთპარიზში #საფრანგეთი #ბლოგერი #პარიზი #ხელოვნება #მოგზაურობა
Sunny Travel Blog
Telavi · 2 weeks ago
ის რაც ვერსალზე უნდა ვიცოდეთ მის მონახულებას თუ გადავწყვეტთ
პარიზში აუცილებლად ნახეთ ვერსალის დიდებული სასახლე. მეტროთი შეგიძლიათ წახვიდეთ. ჩათვალეთ მთელი დღე მოუნდებით დათვალიერებას იმხელა სასახლეა, ბაღზე არაფერს აღარ ვამბობ. ✏ ბილეთი სასახლის შიგნით იყიდეთ. გარეთაც იყიდება თუმცა უფრო ძვირია. ✏ რუკა აუცილებლად აიღეთ. ასევე ყურსასმენები, რომელიც თითოეული ოთახის ისტორიას მოგიყვებათ. ✏ სასახლის დათვალიერებას რომ მორჩებით, წინ უდიდესი ეზო გელოდებათ. შეგიძლიათ სპეციალური მანქანა იქირაოთ და იმით გაისეირნოთ. მე ფეხით მოვიარე ბაღის ყველა კუთხე კუნჭული. ბოლოს დავიკარგეთ ძლივს მივაღწიეთ გალერეამდე, რომელიც ასევე ბილეთში შედიოდა. პარკში იმართება მუსიკალური შადრევნების შოუ, თუმცა გააჩნია რომელ სეზონზე და რა დროს ესტუმრებით ვერსალს. მე მარტში ვიყავი და ამ დროს არ იყო. ამოტომ საიტზე წინასწარ შეამოწმეთ. ბილეთი 20€ ღირს თუ მუსიკალური შადრევნების შოუ ან მუსიკალური ბაღის მონახულებაც გსურთ მაშინ 27€ დაგიჯდებათ.#palaceofversailles #რავნახოთპარიზში #რჩევებიმოგზაურობაზე #ბლოგერი #holidayinsta #traveladvice #france #paris #travellingthroughtheworld #traveladdict #travelblogger #ხელოვნება #მოგზაურობა #არქიტექტურა Paris
Artubani
Telavi · 1 month ago
საქართველოში Drive in კინოთეატრი იხსნება
📢 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველად საქართველოში Drive in კინოთეატრი გაიხსნება 🤗 _____________ ♻️ ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ პორტალზე 🎭🎨🎹🎺🥁🎸🎻 #კინო #ხელოვნება #ახალიამბები #არტუბანი
Sunny Travel Blog
Telavi · 3 weeks ago
რა უნდა ვიცოდეთ ეიფელის კოშკის ნახვა თუ გვინდა
🗼პარიზი ეიფელის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ და ბილეთს ონლაინ არ შეიძენთ, ჩათვალეთ მთელი დღე რიგში დგომა მოგიწევთ. პირადად მე იქ ვიყიდე ბილეთი და შესვლის რიგში იმდენ ხანს ვიდექი დაღამდა 😂 ბილეთი 16€-დან 26€-მდეა. გააჩნია სადამდე გსურთ ასვლა. მე ბოლომდე ავედი. იქიდან პარიზის ხედები ყველაზე კარგად ჩანს. კოშკის წვერზე ოთახია მოწყობილი და ცვილის ფიგურები დგას. იქვეა მოთხრობილი ისტორიაც. ეიფელი საოცრად ლამაზია ღამე, თუმცა ღამის პარიზზე ცალკე პოსტს დავდებ. 📸 თუ გსურთ ფოტოებში ეიფელი მთლიანად გამოჩნდეს ეს ადგილი უნდა იპოვოთ, სადაც მე მაქვს გადაღებული სურათი. ეიფელთან ახლოსააა და არ გაგიჭირდებათ მისი მიგნება. Paris#საფრანგეთი #რავნახოთპარიზში #ეიფელისკოშიკი #ბლოგერი #მოგზაურობა
Liza Solomnishvili
Telavi · 3 weeks ago
))
Sometimes happy memories hurt the most 😌
Sunny Travel Blog
Telavi · 3 weeks ago
რა უნდა ვიცოდეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე
ამ პოსტში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გიამბობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ყოველი თვის პირველ პარასკევს 15:00სთ-ზე ნოტრ დამში ტარდება მესა და წმინდა ნაწილების გამობრძანება ხდება. შეგიძლიათ დაესწროთ. ნოტრ დამში შესვლა უფასოა, თუმცა თუ კოშკში ასვლას გადაწყვეტთ 8.5€ ღირს. ნოტრ დამიდან გადმოხედვა თუ გინდათ, რიგში დგომის აპლიკაცია გადმოწერეთ წინასწარ - Duck the line ჰქვია. რიგში ჩადგები და გიჩვენებს შენს წინ რამდენი ადამიანია და რომელ საათზე უნდა მიხვიდე. ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ 424 საფეხურის ავლა მოგიწევთ ვიწრო და წრიულ კიბეებზე. კოშკში ნახავთ სამრეკლოს და პარიზის ხედებით დატკბებით. სანამ თქვენს რიგს დაელოდებით შეგიძლიათ ფრანგული კრეპები მიირთვათ, რომელიც მრავლადაა ნოტრ დამთან და უგემრიელესია. #ხელოვნება #საფრანგეთი #პარიზისღვთისმშობლისტაძარი #რავნახოთპარიზში #ბლოგერი #პარიზი #არქიტექტურა #მოგზაურობა Paris