„გირჩი“ ქალთა კვოტირების წინააღმდეგ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პოლიტიკურმა ორგანიზაცია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში ქალთა კვოტირების შესახებ კანონის ნორმის შეჩერების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კანონი დისკრიმანციულია და საარჩევნო სიაში პარტიას უფლება უნდა ჰქონდეს სიაში რეიტინგის მიხედვით ჩასვას პიროვნება და არა სქესობრივი ნიშნით. მისივე თქმით პარტიაში 4 ათასი წევრი ჰყავთ, საარჩევნო სიას თავად აკომპლექტებენ და მათ თავისუფალ არჩევანში ვერავინ ვერ ჩაერევა.