ჰაჯი - სოციალური დისტანციის დაცვით

Middleeast Report

2020 წელი ისლამურ სამყაროსაც შეეხო. კორონავირუსის პანდემიის გამო, საუდის არაბეთის სამეფო, როგორც ბევრი სხვა სახელმწიფო “ჩაკეტილია”, ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო. ამის გამო წელს, მუსლიმებმა ჰაჯის რიტუალი ყურბან ბაირმათან დაკავშირებით ვერ შეასრულეს. საშუალოდ, მექაში ამ დღესასწაულზე 2 მილიონამდე მოწმუნე ჩამოდიოდა, წელს კი ეს რიცხვი რამდენადაც ცნობილი გახდა 5-10 ათასს ფარგლებში მერყეობს. ქალაქ მექას ხელმძღვანელობამ შესაბამისი რეგულაციები შეიტანა ჰაჯის შესრულების წესებში. როგორც ჩანს ფოტოსურათზე და ვიდეოში, მუსლიმები ქააბას ირგვლივ ე.წ სოციალური დისტანციის დაცით დადიან. გარდა ამისა ბევრი სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ თავიდან აეცილებინათ ზედმეტი რისკები და პილიგრიმების დაინფიცირება. ეს არის უპრეცედენტო ჰაჯი, თავისი ჩატარების მეთოდით და მორწმუნეებისა რაოდენობით. კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. #ახალიამბები #პოლიტიკა #ჰაჯი #ისლამი #ყურბანბაირამი #მექა #საუდისარაბეთი #კორონავირუსი #კოვიდ19 #ახლოაღმოსავლეთი #news #politics #saudiarabia #meca #islam #haj #coronavirus #covid19 #middleeast