სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია ერევანში
Tbilisi Daily
ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ნორ ნორკის რაიონში ერთ-ერთი გზაჯვარედინი გადაკეტეს და ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.
შეგახსენებთ, სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რამდენიმე დღეა იმართება. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ 10 ნოემბრის შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.