ეკლესიის წინამძღვარს covid19 დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ქართული დიასპორა რუსეთში facebook- ში მოსკოვში, ქართული ტაძრის მღვდელმსახურის კორონა ვირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დიასპორის ინფორმაციით ტაძარი დროებით დაიხურა. “მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, ფეოდორ კრეჩეროვს сovid19 დაუდასტურდა. მასთან ერთად ქართველ მღვდელმსახურებს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს და მღვდელ მირონ კანთელიძესაც ინფექცია აქვთ. ისინი მკურნალობის კურსს გადიან. 2 მაისს, ტაძარში დეზინფექცია ჩატარდა და დაიკეთა კარანტინის დასრულებამდე. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ინფიცირებულებს. ინფორმაციას კი ტაძრის წინამძღვარის ნებართვით ვაქვეყნებთ“, – ნათქვამია დიასპორის გავრცელებულ ინფორმაციაში.