ვინ არის მეორე ადამიანი გორში, რომელსაც ვარსკვლავს გაუხსნიან?
Gori Daily
გორის, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში ანზორ გვაძაბიას ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"გვინდა გაგახაროთ 26 ივლისს საღამოს 10 საათზე, სპექტაკლ “ღია ზღვის” შემდეგ თეატრის წინ გაიხსნება ჩვენი მსახიობის, გორის საპატიო მოქალაქის, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატის, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის ბ-ნ ანზორ გვაძაბიას ვარსკვლავი", - ნათქვამია თეატრის ფეისბუქ გვერდზე
ინფორმაციისთვის, ერისთავის თეატრის ეზოში ეს მეორე ვარსკვლავი იქნება. პირველი ამავე თეატრის მსახიობს ლეო ოზგებაშვილს ეკუთვნის.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.comdownload.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#goridaily
#ახალიამბები