დასუფთავების თანამშრომლის კონტაქტების ტესტის პასუხები ცნობილია

Kutaisi Daily

გუშინ ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოში კორონავირუსით დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაინფიცირდა. მისი ძირითადი და ახლო კონტაქტების იდენტიფიცირება დაუყოვნებლივ დაიწყეს. ეპიდემიოლოგებმა 11 პირი კარანტინში გადაიყვანეს და კორონავირუსის გამოსავლენი ტესტირება ჩაუტარეს. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებული არცერთი მათგანი არაა, თუმცა ისინი კვლავ დაკვირვების ქვეშ რჩებიან. ფოტო : Kutaisidaily #კორონავირუსი #kutaisidaily #კორონავირუსიიმერეთში