​სპეცრეისები ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც შესრულდება - დავით ზალკანიანი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისებიაგვისტოსა და სექტემბერშიც დაინიშნება. 'იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეების პანდემიის პირობებში ჰქონდეთ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა ვთავაზობთ სამ ვარიანტს.პირველი ეს არის სპეცრეისები, რომლებიც კვლავ აღვადგინეთ და 2 ავიაკომპანიასთან ერთად ესენია: Wizzair-ი და Myway Airlines-ი განხორციელდება ეს სპეცრეისები. რომლის ფასი არ აღემატება 200 ევროს.ეს მიმართულებებია ვარშავა, ათენი,რომი, მადრიდი.ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, სპეცრეისებიშესაძლოაგახანგრძლივდეს აგვისტოსა და სექტემბერში, თუ იქნება ამის საჭიროება. ეს იქნება დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთსაელჩოებისგან, თუ სად გროვდება კრიტიკული მასა ადამიანების ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ და შესაძლოა ეს ინფორმაციაც ამის მიხედვით გადაიხედოს. მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისებიგაგრძელდება. გარდა ამისა ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების აღდგენის თაობაზე. უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ავიაკომპანია Lufthansaგანაახლებს რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, ასევე მიდის მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან და მესამე ვარიანტია 'საქართველოს ავიახაზები', რომელიც ასევე კომერციულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, ვენიდან, ამსტერდამიდან და თელავივიდან. შესაძლებლობა აქვთ ჩვენ მოქალაქეებს და ადამიანებს, რომ ისარგებლონ ამ ფრენებით'-განაცხადა დავით ზალკანიანმა.