ყველა უწყებას ეძლევათ რეკომენდაცია, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე

Tbilisi Daily

საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მსგავსი რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურასა და ორგანოს. ამასთანავე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას. ასევე მოქალაქეებს მოუწოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ, შსს-ს კი დაავალა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელოს თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი. #გიორგიგახარია #მთავრობა #საგანგებორეჟმი #კორონავირუსი #tbilisidaily