გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, მინისტრი სახლში თვითიზოლაციაში გადავიდა და ამჟამად მხოლოდ გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს.
სამინისტროს განცხადებით, იმ ადამიანებს, ვისაც იენს შპანთან კონტაქტი ჰქონდათ, ინფორმაცია მიეწოდათ. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, იენს შპანი ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას დაესწრო, თუმცა სხვა მინისტრების კარანტინში გადასვლა აუცილებელი არ არის, რადგან შეხვედრები ჰიგიენისა და დისტანციის წესების დაცვით ტარდება.