პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-60 ადგილზეა

Tbilisi Daily

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა. საქართველო გასულ წელსაც ანალოგიურ პოზიციას იკავებდა. ორგანიზაცია ქვეყნის პროფილში პლურალისტურ მედიაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. საქართველოში არსებული მედიაგარემოს მიმოხილვის დროს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით მფლობელს დაუბრუნდა, რასაც ტელევიზიაში სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გატარება მოჰყვა შედეგად. ანგარიში ეხება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებსაც, სადაც ორგანიზაციის ცნობით, „ტელევიზია განმეორებით ზეწოლას განიცდიდა კონკრეტული ძალის მხარდასაჭერად“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში იშვიათად ხდება სამართალდამცველების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობა, თუმცა ამ კონტექსტში აცხადეს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ჯერ კიდევ ბუნდოვანია. პრესის თავსუფლების ინდექსში რეიტინგში პირველ ადგილებს ნორვეგია, ფინეთი და დანია იკავებენ. ბოლო ადგილზე კი ჩრდილოეთ კორეაა. #პრესისთავისუფლება #საქართველო #tbilisidayli