ირანში ჟურნალისტს სიკვდილი მიუსაჯეს
Tbilisi Daily
ირანის უზენაესმა სასამართლომ ბრალდებული ჟურნალისტის რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ალჯაზირა“ იუწყება.
„დიახ, უზენაესმა სასამართლომ… მხარი დაუჭირა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილ განაჩენს“, - განაცხადა სასამართლოს სპიკერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.
რუჰოლა ზამი ირანში 2017 წელს სოციალურ ქსელში ანტისახელმწიფოებრივი არეულობის გაღვივების ბარლდებით გაასამართლეს.