ჩხოროწყუში, მუხური-ხაბუმეს გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

Zugdidi Daily

გუშინ, დაახლოებით საღამოს 17 საათზე ჩხოროწყუში, მუხური-ხაბუმეს გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლი მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში მის გადასაყვანად მოსული სასწრაფო დახმარების მანქანა კი ხაბუსმის გზაზე ავარიაში მოჰყვა, როცა მას დაშავებული გადაჰყავდა. შემთხვევების შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, სასწრაფოს ექიმი, ექთანი და მანქანის მძღოლი. პაციენტის, რომელიც რამდენიმე წუთის ინტერვალით ავტოავარიაში ორჯერ მოჰყვა, არსებული ინფორმაციით, მძიმედაა. ისინი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ავარია #ზუგდიდი #ჩხოროწყუ #zugdididaily ფიტო: Odishi.Tv