კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის, ის უგუნური და ქაოტური შეზღუდვები რაც ხელისუფლებას შემოაქვს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142077 ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის მოსაზრებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს რეალურად ქმნის არა იმდენად იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ადამიანების მხრიდან ამ რეჟიმის დარღვევა, არამედ ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული მოქმედება უკვე მიღებული კანონმდებლობის აღსრულებისას. „ამავე საფრთხეს ქმნის ის უგუნური და ქაოტური შეზღუდვები, რაც ხელისუფლებას შემოაქვს. მაგალითად, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაზე, როცა ადამიანებს იძულებულებს ხდიან მეტი დრო გაატარონ ქუჩაში, უბნის მაღაზიებში რიგში დგომაში და უფრო მეტ ადამიანებთან ჰქონდეთ შეხება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ადამიანების შესაძლებლობას ელემენტარული შემოსავალი მიიღონ იმ პირობებში, როცა მათ სახელმწიფო ჯერ საერთოდ არ ეხმარება“, – განაცხადა აბესაძემ.