ამომრჩევლის აქტივობამ 10 საათისთვის 8,33 % შეადგინა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8,33 პროცენტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ეს რაოდენობრივად 292 592 ამომრჩეველს შეადგენს. მისი თქმით, 10 საათისთვის ამომრჩევლის ყველაზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა ნომერ 19-ე საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. „იქ აქტივობა არის 11,8 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი ნომერ 28-ე 29-ე 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში, ეს არის აჭარის რეგიონი და ამომრჩეველთა აქტივობამ 10 საათის მდგომარეობით შეადგინა 7,3 პროცენტი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30922460.html #ახალი_ამბები #twitter