წინა ღამით შედარებით სიმშვიდის შემდეგ ბრძოლები განახლდა აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
6 ოქტომრებს განახლდა ცხარე ბრძოლები აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა ცეცხლის შეწყვეტისკენ სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, შუშან სტეპანიანის ცნობით, ღამით საბრძოლო მოქმედებების ხანმოკლე შეჩერების შემდეგ განახლდა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეფანაკერტისთვის რაკეტების დაშენა. სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის ძალებმა „ფართომასშტაბიანი იერიში“ წამოიწყეს სამხრეთის ფრონტზე. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დარტყმა განახორციელებს მის რამდენიმე რეგიონზე.
27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედების დაწყების შემდეგ ორივე მხარე იტყობინება 240 დაღუპულის შესახებ, ათეულობით სამოქალაქო პირის ჩათვლით. რეალური მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ, უფრო დიდია, რადგან ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დიდი ზარალი მიაყენა მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალის სახით.
ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტების და მოსახლეობისთვის ცეცხლის დაშენაში.
საომარი მოქმედებების გამძაფრების შემდეგ გაზიარდა შეშფოთება, რომ კონფლიქტი გაღრმავდებოდა და ჩაითრევდა რეგიონის მძიმეწონოსნებს, თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა და რუსეთს, რომელთანაც თავდაცვითი ხელშეკრულება აკავშირებს სომხეთს.
5 ოქტომბერს რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში და მის გარშემო და განაცხადეს, რომ კონფლიქტი, რომელიც ესკალაციას განიცდის, წარმოადგენს "დაუშვებელ საფრთხეს" რეგიონის სტაბილურობისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამ ერთობლივი მოწოდებით გამოვიდნენ იმ ფონზე, როცა სომხების და აზერბაიჯანელების ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს მწვავე შეტაკებები, ორივე მხარე ცეცხლს უხსნის მნიშვნელოვან ქალაქებს, მატულობს შეშფოთება სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე.
თურქეთი ღიად უჭერს მახერს აზერბაიჯანს. ბაქოში 6 ოქტომბერს სტუმრად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, შეხვდა, განაცხადა, რომ „ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა, თურქეთი აზერბაიჯანია და აზერბაიჯანი - თურქეთი,“ დაწერა ტვიტერით თურქმა მინისტრმა, რომელმაც გააკრიტიკა მინსკის ჯგუფი.
ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „დავუშვათ, იქნება ცეცხლის შეწყვეტა, რა იქნება შედეგი? შეგიძლიათ თქვენ (მსოფლიომ) უთხრათ სომხეთს, დაუყოვნებლი წავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, თუ თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ მისი წასვლა? არა,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ.
აზერბაიჯანი მოითხოვს მთიან ყარაბაღის ტერიტორიიდან, რომელიც სამართლებრივად მას ეკუთვნის, და მას გარს შემოერტყა, სომხური ძალების გასვლას და აცხადებს, რომ არ დაასრულებს სამხედრო მოქმედებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
მთიანი ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას და მიმდებარე მცირე რაიონებს სომხური ძალები აკონტროლებენ 1994 წლის შემდეგ მას მერე, რაც რეგიონისთვის ორ ქვეყანას ჰქონდა ომი, რომელსაც 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა და ასეულ ათასობით ლტოლვილის მიერ რეგიონის დატოვება მოჰყვა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30878944.html
#ახალი_ამბები
#twitter