რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში?
Zugdidi Daily
დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. საბოლოო ჯამში, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 124-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია -15 327
გამოჯანმრთელებულია - 7 613
მათ შორის გარდაცვლილია - 124
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 721
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 042
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი #სამეგრელო #ახალიამბები #ზუგდიდი #zugdididaily