წულუკიანის ინფორმაციით, განახლდა აპოსტილისა და დაბადება - გარდაცვალებასთან დაკავშირებული სერვისები
Tbilisi Daily
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, განახლა აპოსტილისა და დაბადება - გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.
მისივე თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებელია სამინისტროს შესაბამისად აღჭურვილი თანამშრომელი ბინაზე მოემსახუროს, ხოლო სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირებთან დაკავშირებით, მოხდება ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალურად მათთვის შეხვედრის დანიშვნა.
,,ცხელ ხაზზე ან ვებ-გვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა თავისებურებებს გაეცნოთ როგორ გაიცემა ეს სერვისები. როცა მოქალაქეები შეთანხმებულ დროს კონკრეტულ მისამართზე მივლენ, ეს მოხდება ისე, რომ მათ სხვა მოქალაქეებთან შეხება ამ მომსახურების მიღებისას არ ექნებათ. ასევე, დღეს დილით განახლა აპოსტილის და დაბადება - გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.
რაც შეეხება საჯარო რეესტრს, რომელიც ქონებრივ უფლებებთანაა დაკავშირებული, გუშინ სრულად ონლაინ განახლდა ამ რეესტრის საქმიანობა. აქაც უკიდურეს შემთხვევაში თუ მოქალაქის ნახვა და იდენტიფიცირებაა საჭირო, ნამდვილად საკუთარ ქონებას ასხვისებს თუ არა, ასეთ შემთხვევაში მოხდება შეხვედრის დაჯავშნა, ჩანიშვნა და შესაბამის მისამართზე გამოცხადება. გუშინ ციფრებმა აჩვენა, რომ ბევრმა მოქალაქემ გაიგო ამის შესახებ და მოგვმართა, "- განაცხადა წულუკიანმა.
#წულუკიანი
#სერვისი
#საჯარორეესტრი
#tbilisidaily
y