თბილისის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯერ არავინ არის დაკავებული. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლის მიხედვით, სამსახურებრივი გულგრილობა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ შემთხვევა არ მომხდარა სხდომათა დარბაზში და არც მათი მანდატურის უფლებამოსილების ფარგლებში. პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30727220.html #ახალი_ამბები #twitter