ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მძიმდება
Batumi Daily
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბათუმში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 16 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბათუმის სტაციონარში 122 პაციენტია მოთავსებული. რაც შეეხება მთელ საქართველოში არსებულ ვითარებას, დღეს კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. დადასტურებულია 57 ახალი შემთხვევა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: batumelebi.ge