შალვა შავგულიძესთან ერთად, პარტია ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემაც დატოვეს
Pirveliradio Ge
შალვა შავგულიძესთან ერთად, პარტია თავისუფალი დემოკრატები ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემაც დატოვეს.
როგორც გოგუაძემ "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, მათი გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარებაა. მისივე თქმით, რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებენ, თუმცა არჩევნებში ევროპულ საქართველოსთან ერთად იბრძოლებენ.
"მე და სანდრო ბარამიძე ვტოვებთ თავისუფალ დემოკრატებს და ევროპულ საქართველოსთან ერთად ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში. სრულიად უცხო ხალხს ვუტოვებთ ჩვენ დაფუძნებულ პარტიას, რადგან იქ ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია იყო. ვიქნებით უპარტიო პოლიტიკოსები", - განაცხადა გოგუაძემ.