რუსეთში ძებნილი პირი აფხაზეთის საზღვართან დააკავეს
Sokhumi Daily
რუსეთის ფედერალური სასაზღვრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,
რუსეთის მოქალაქე, რომელიც ფედერალურ ძებნილთა სიაშია - ადლერის გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
ქალი დააკავეს პასპორტის შემოწმებისას, როდესაც ის ცდილობდა აფხაზეთიდან რუსეთში დაბრუნებას. "სამართალდამრღვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით დადგენილი წესით გადაეცა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე აფხაზეთის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელიც ძებნილი იყო ნარკოტიკების უკანონო წარმოების, რეალიზაციის ან გადაზიდვისთვის.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა