წამლები შეიძლება გაძვირდეს
Tbilisi Daily
"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში მედიკამენტები გაძვირდება.
ასოციაცია განმარტავს, რომ ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებია და სარეალიზაციო ფასი ლარის კურსზეა მიბმული.
მათივე განმარტებით, ამჟამად, დისტრიბუტორების ნაწილი ცდილობს, ფასი შეინარჩუნო მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე, თუმცა ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, თუ ლარმა ლოგიკური წონასწორობის ნიშნული არ იპოვა.
„ევროპაშიც ძალიან შეზღუდულია საქართველოში გამოგზავნის საშუალებები. შეზღუდულია კი ნიშნავს იმას, რომ ძვირდება,“ - "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი. და დასძენს, რომ მედიკამენტები წელს 5-12%-მდეა გაძვირებული.
„2008 წლიდან დღემდე დევალვაცია თითქმის 100%-იანია, თუმცა, წამლებზე ფასების ზრდა ამ დოზით არ ყოფილა. მწარმოებლები და მომწოდებლები მუშაობენ ერთმანეთთან, რომ პაციენტი წამლის გარეშე არ დარჩეს. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული 16 მსხვილი კომპანიააა და მათი პროდუქციის ფასების მომატება წლის დასაწყისიდან დღემდე 5-12%-მდე შეიძლება მერყეობდეს,“ - აცხადებს მარგველაშვილი და დასძენს რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
შეგახსენებთ, მედიკამენტის ფასში, როგორც წესი, შედის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტის, რომელიც კარანტინის და შეზღუდული მიმოსვლის დროს, გაიზარდა.