რა ვერ გაიყვეს ქობულეთის მერიაში ბიძაშვილებმა

Tbilisi Daily

იძულება თუ პირადი გადაწყვეტილება? რატომ ტოვებს თანამდებობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი და აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერის ბიძაშვილი? ასლან ქათამაძის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის მერს უკვე მაგიდაზე უდევს. თუმცა ვიდრე მირიან ქათამაძე ხელს მოაწერს, თანამდებობის დატოვებამ არაერთი კითხვა უკვე გააჩინა. მათ შორის იმან, უკავშირდება თუ არა მისი წასვლა საკურორტო ზონაში მშენებლობების დასაწყებად გაცემულ ნებართვებს? გავრცელებული ინფორმაციით, წასვლის შესახებ განცხადება მერის მითითებით არის დაწერილი. ცნობისთვის, ქობულეთში ათეულობით შენობა, ადგილობრივთა მტკიცებით, უნებართვოთ შენდება, პროცესში კი მუნიციპალიტეტის მერისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინტერესები იკვეთება. #ახალიამბები