სასმელი წყლის სისტემის მოწყობა
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო.
სამუშაოებს ადგილზე დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სათავე რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. მოეწყობა, აგრეთვე, ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი.
პროექტის ღირებულება 237 000 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ბობნევში მცხოვრები ოჯახები წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.
#გორისმუნიციპალიტეტი #ინფრასტრუქტურა #gorideily