ბათუმის ბოტანიკური ბაღი
Batumi Daily
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ფლორის უნიკალური ნაირსახეობებით გამოირჩევა. მისი ისტორია 1881 წელს იწყება, როცა მეჩესლავ დ’ალფონსმა დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აგარაკს ჩაუყარა საფუძველი. თუმცა ორგანიზებული ბაღის სახე ტერიტორიამ 1912 წელს, პროფესორ ანდრეი კრასნოვის ხელმძღვანელობის ქვეშ მიიღო.
ბაღი ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. ბათუმის უნიკალური მდებარეობა კი ხელს უწყობს ბაღში განსხვავებული კლიმატური სარტყელებისთვის დამახასიათებელი მცენარეების გამრავლებას.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაღის დათვალიერების საფასური 8 ლარს შეადგენს, სტუდენტები და პენსიონერები კი ფასდაკლებით სარგებლობენ და მათთვის შესვლა 2 ლარადაა შესაძლებელი. დანარჩენ შემთხვევებში, საფასური 15 ლარს შეადგენს.
ბათუმიდან ბაღში მოხვედრა მარტივადაა შესაძლებელი. აღმაშენებლის ქუჩიდან სამარშრუტო ტაქსი ნომერ 31 და 40 დადის, რუსთაველის ქუჩიდან კი შეგიძლიათ ნომერ 10 ავტობუსს გამოჰყვეთ.
მსურველებს კამპინგის საშუალებაც აქვთ. საღამოს ექვსი საათიდან დილის ათ საათამდე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში 15 ლარადაა შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 20 ლარად - უცხოელებისათვის.