მშენებლობიდან 28 წლის ბიჭი ჩამოვარდა და დაიღუპა

Tbilisi Daily

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან 28 წლის მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახალ ბულვარში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მშენებლობიდან ჩამოვარდნილი კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მუშა, სავარაუდოდ, მაღალი სართულიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა ბეტონის დასხმის სამუშაოებს ასრულებდა. შსს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.