ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ადრიან სუტილი სერიოზულ ავარიაში მოყვა
Tbilisi Daily
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ადრიან სუტილი სერიოზულ ავარიაში მოყვა.
გერმანელმა მრბოლელმა McLaren Senna LM-ი დაამტვრია, რომლის ღირებულებაც მილიონი ევროა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox Sports ავრცელებს.
სუტილი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა, თუმცა ავტომობილი ძალიან დაზიანდა.
McLaren Senna LM-ი იშვიათად ძლიერი, 720 ცხენის ძალის მქონე მანქანაა და მისნაირი მონაცემების მქონე მსოფლიოში სულ 20 ავტომობილია. ეს მოდელი ფორმულა 1-ში მსოფლიოს 3-გზის ბრაზილიელი ჩემპიონის აირტონ სენას საპატივცემულოდ შეიქმნა, რომელიც 1994 წელს, იტალიაში გამართული რბოლისას მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.