ბათუმის საკათდრო ტაძრიდან თანხა და საეკლესიო ნივთები მოიპარეს

Tbilisi Daily

ბათუმის საკათედრო ტაძრიდან მოპარულია თანხა და საეკლესიო ნივთები. როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი მამა იოანე გორელიშვილი ამბობს, გატეხილია სასანთლე და წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები, ხატები. გატეხილია, ასევე, შესაწირავი ყუთი. თუმცა რა რაოდენობის თანხა იყო იქ უცნობია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. პოლიცია მორიგე სტიქაროსანმა გამოიძახა. სავარაუდოდ, მძარცველებმა ტაძარში უკანა შესასვლელიდან შეაღწიეს.