რუსი სამხედროების აცრა დაიწყეს ოკუპირებულ აფხაზეთშიც
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყეს. ამის შესახებ რუსული სააგენტოები წერენ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე ჩაიტანეს ორკომპონენტიანი რუსული ვაქცინის Спутник V-ის 500 დოზა და აცრეს საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და ბაზის მეთაურები. მათ ვაქცინის მეორე დოზას 21 დღის შემდეგ გაუკეთებენ. სამხედრო ოლქის პრესსამსახური ირწმუნება, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია
14 იანვარს, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინით აცრეს „სამხრეთ ოსეთში“ მდებარე რუსული ბაზის 200-მდე სამხედრო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31047180.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები