მეწყრული პროცესები ქედაში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში წუხელ უხვი ნალექი მოვიდა, ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები ქედაში შექმნა. რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.