ქართველი მღვდელი რომში ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს
Tbilisi Daily
რომის სამრევლოს ფეისბუქგვერდზე ქართველი მღვდლის, მამა იოანე ხელაიას ვიდეო გავრცელდა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს და რჩევებს აძლებს.
ის მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახლში დარჩნენ და თუ რამე დასჭირდებათ მზად არის თავად მოემსახუროს, მიუტანოს საკვები და წამლები.
"ვითარება არის ძალიან დაძაბული და გთხოვთ, ჩემო საყვარელო ქართველო თანამემამულენო, ყველანი დარჩით სახლში. ნურავინ ნუ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ რომ მოგემსახუროთ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები. ღმერთა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო. ყველაფერი კარგად იქნება" , — აცხადებს ის.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით 12 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 800-ზე მეტი გარდაიცვალა, თითქმის 3 000 კი გამომჯანმრთელდა. ის კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.
#მამაიოანეხელაია
#კორონავირუსი
#იტალია
#ემიგრანტები
#დახმარება
#tbilisidaily