საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაშიკორონავირუსითკიდევ37 პირი გარდაიცვალა.
'დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4'-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 038, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი.