Post
Tbilisi Daily
აშშ-სა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების ახალი ეტაპი.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით თბილისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა.
როგორც ამერიკული კულტურის ცენტრში აცხადებენ, ახალი არასასმთავრობო ორგანიზაცია ქართველ საზოგადოებას ამერიკულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას გააცნობს. ამისთვის ორგანიზაცია შესაბამის პროექტებს გეგმავს.
იგივე ორგანიზაცია, აშშ-ს მხრიდან საქართველოს ეკონომიკური, სამხედრო, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში მხარდაჭერის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ახალი ორგანიზაცია The FINANCIAL-ის მთავარი რედაქტორის, ზვიად ფოჩხუას, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მაიკლ ქავგილისა და ინტერნეტ გაზეთ „მეტრონომის“ მთავარი რედაქტორის, გენო ჯოხიძეს ორგანიზებით დაფუძნდა.
#საქართველო
#ამერიკა
#პარტნიორობა
#კულტურული
#ცენტრი
#tbilisidaily
#news