მდინარე ტეხურში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
Tbilisi Daily
სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა.ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.