აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა ოთხი პაციენტი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 199კოვიდ დადებითი პაციენტი.
მარინაენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაშიკორონავირუსითექვსი ადამიანი გარდაიცვალა.აქედან 4 აჭარას უკავშირდება.
„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდნენ, ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა მარინაენდელაძემ.
აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 539პაციენტი, 13არასრულწლივანი, 22ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაშიმოთავსებულია - 45პაციენტი.
Covid სასტუმროებში რჩება 895პირი, აქედან 93 არასრულწლოვანია.აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.