ბავშვობის ოცნებიდან პროფესიონალ ექიმობამდე განვლილი გზა ინტერვიუ აიტაჯ გასანოვასთან
Marneuli Daily
ბავშვობის ოცნებიდან პროფესიონალ ექიმობამდე განვლილი გზა
ინტერვიუ აიტაჯ გასანოვასთან
სტუდენტობის მესამე ეტაპი მესამე კურსზე დაიწყო. ლექციები კლინიკაში ტარდებოდა. დავიწყე კლინიკებში სტაჟირება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების პირველად გავლა, ეს იყო ახალი გამოცდილება და წარმატებითაც დავასრულე. იმ პერიოდში აღმოვაჩინე საკუთარი თავი, დავრწმუნდი ჩემს სურვილებში. ამ დროს ჩნდებოდა კითხვა: რომელ საზოგადოებას მივეკუთვნები? მე ის ვარ, ვინც იცის მეცნიერება, ყოველ წამს ვითარდება, თუ ის, ვინც მარტო ოჯახზე და ბავშვზე ფიქრობს? ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებიც მიყვარს, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არ არის მარტივი ქალად ყოფნა. როცა აღმოვაჩინე საკუთარი თავი, გამოუცდელი ვიყავი, ვცდილობდი, საკუთარი თავი ღიად დაფიქსირებული აზრების მეშვეობით გამომეხატა, მაგრამ მგმობდნენ და ბრალს მდებდნენ, თითქოს ჩემი საზოგადოება არ მომწონდა. შემდგომ კი დავიწყე საკუთარი სურვილების შესაბიმისი მოძრაობა, და მაშინ, საკუთარი თავის გამოხატვა რთული არ აღმოჩნდა.
ქალთა უფლებებზე რას ფიქრობ?
ზოგადად ქალის ან კაცის კი არა, ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგი ვარ. კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, მე მას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, რომ ქალს მეტი უფლებები აქვს. მე არ ვეხები იმ თემას, ვინ არის ფიზიკურად ძლიერი, ვინ სუსტი, ან ვინ მართალია, ვინ - არა. იმის თქმა კი შემიძლია, რომ ქალს და კაცს სხვადსხვა ფუნქციები აქვთ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
ეს დრომ უნდა მაჩვენოს, ერთ დღეს თუ მოსკოვში გავაგრძელებდი განათლებას, ვერც წარმოვიდგენდი. მაგრამ, სამომავლოდაც ვიმუშავებ იმისთვის, რომ კარგი ექიმი დავდგე. ახალგაზრდებს კი შევახსენებ, რომ შესაძლებლობებით სავსე, თანამედროვე ეპოქაში ვმუშაობთ. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. უსაზღვროდ ოცნებობთ? იბრძოლეთ, სცადეთ, თუ არ გამოვა, მაინც კომფორტულად იქნებით, რომ სცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან როცა რამის გაკეთებას ცდილობ, ეს არასოდეს ჩაივლის უშედეგოდ. სულ მცირე, ახალ რამეს სწავლობ, საკუთარ თავს აღმოაჩენ, ანუ ყველა შემთხვევაში მოგებული რჩები.
#პროფესია
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო : ფანჯარა
#ახალიამბები