"ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დადის, ხელით ვატარებ"

Tbilisi Daily

„ჩვენ ვართ მამა და ორი შვი­ლი - 7 წლის დე­მეტ­რე და 11 წლის მა­რი­ა­მი. დე­მეტ­რეს ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის ერთ-ერთი ფორ­მა - დიპ­ლე­გია აქვს, მას ჯერ­ჯე­რო­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი არ შე­უძ­ლია. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს თა­ვი­სუ­ფალ დროს სხვა­დას­ხვა ნივ­თის დამ­ზა­დე­ბა, მო­ხატ­ვა და მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ეს ერ­თის მხრივ არტთე­რა­პი­აა, მე­ო­რეს მხრივ - ბავ­შვე­ბის­თვის კარ­გი გა­სარ­თო­ბი. ამან იქამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ და­ვა­არ­სე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „დემა“, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბის პირ­ვე­ლი მარ­ცვლე­ბია,“ - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა მამა დათო მო­სი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შვი­ლებ­თან ერ­თად, ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქის­ტა­ურ­ში ცხოვ­რობს. დათო არ­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მა­მი­კოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი­ცაა, ამას­თან, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის მშობ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც დათო გვე­უბ­ნე­ბა, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი­ცაა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი რე­გა­ლია მა­ინც დე­მეტ­რეს და მა­რი­ა­მის მა­მო­ბაა. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს შვი­ლებ­თან ერ­თად ატა­რებს, ცდი­ლობს, ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, გვერ­დით ჰყავ­დნენ ისი­ნი და მათი ასა­კი­დან და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე გა­უ­ნა­წი­ლოს. „ჩვენს სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მო­ში მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ვცდი­ლობთ, კვი­რა­ში სამი-ოთხჯერ მა­ინც, ორი სა­ა­თი და­ვუთ­მოთ, იქ ხის ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს ვამ­ზა­დებთ, ეს ჩვენ­თვის საქ­მე, გარ­თო­ბა და დე­მეტ­რეს სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თე­რა­პი­ა­ცაა. სა­ხე­ლოს­ნომ დიდი როლი ითა­მა­შა, მის ფსი­ქო-მო­ტო­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში,“ - გვიყ­ვე­ბა დათო მო­სი­აშ­ვი­ლი. ხოლო თუ რამ გა­მო­იწ­ვია დე­მეტ­რეს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ამა­ზე ასე გვპა­სუ­ხობს: „ამა­ზე პა­სუ­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. არც არას­დროს გა­მო­მი­ძი­ე­ბია, რად­გან ამა­ში აზრს ვერ ვხე­დავ, მისი სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზი გახ­ლავთ - თან­და­ყო­ლი­ლი ტვი­ნის ტრავ­მა. ბავ­შვი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ და­დის, მაგ­რამ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე არ არის, ხე­ლით ვა­ტა­რებ, მისი ეტ­ლში ჩას­მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ, რად­გან, რო­გორც შე­ვი­ტყვე, ცო­ტას აზარ­მა­ცებ­სო. მოკ­ლედ, სა­ნამ­დეც ფი­ზი­კუ­რად შევ­ძლებ, და­ვეხ­მა­რე­ბი. შვი­ლებს მარ­ტო ვზრდი, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში ვარ, მათ­თან დე­და­ჩე­მია“. - თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მოს იდეა რო­გორ გაჩ­ნდა? - იმის გამო, რომ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც გა­სარ­თო­ბი და თავ­შე­საქ­ცე­ვი თით­ქმის არ გვაქვს, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად დავ­კავ­დეთ. ამი­ტომ სულ ვფიქ­რობ­დი, რით შე­მეც­ვა­ლა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­დე­საც არტთე­რა­პი­ის შე­სა­ხებ წა­ვი­კი­თხე, იდე­აც მო­ვი­და, რა­შიც უფ­რო­სი შვი­ლი და­მეხ­მა­რა, მი­თხრა, სამ­კა­უ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყო­თო, ანუ საქ­მე, რო­მელ­საც არ სჭირ­დე­ბო­და დიდი თან­ხე­ბი. ასე რომ, პირ­ველ ჯერ­ზე 25 ლარი იყო ჩვე­ნი ხარ­ჯი, რი­თაც გუ­ა­შე­ბი ვი­ყი­დეთ. მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. - ე.ი. დე­მეტ­რეც მუ­შა­ობს? - მას შე­უძ­ლია რა­ღაც დე­ტა­ლი და­ი­კა­ვოს ხელ­ში ან რა­საც ეტყვი, მოგ­ვა­წო­დოს, მოკ­ლედ, სა­მუ­შაო, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო გვაქვს. სა­მი­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ. მე და ბავ­შვე­ბი ჩემს მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობთ და თა­ვი­დან ერთ ოთახ­ში გვქონ­და სა­ხე­ლოს­ნო. შემ­დეგ ეზო­ში რა­ღაც შე­ნო­ბა იყო, რო­მე­ლიც გა­ვა­სუფ­თა­ვეთ, კედ­ლე­ბი შევ­ღე­ბეთ, მოვ­ხა­ტეთ და ბინა იქ და­ვი­დეთ... თა­ვი­დან მაგ­ნი­ტურ სა­მაგ­რი­ან ბრო­შებს ვა­კე­თებ­დით და დღე­ის­თვის თა­მა­მად შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ თუ რამე შე­იძ­ლე­ბა ხის­გან დამ­ზად­დეს, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ... მი­მაჩ­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ლოგო გვაქვს, ის მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა და მას­ში დიდი აზრი დევს. ლო­გო­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლია ულ­ვა­შე­ბი და ბავ­შვის ფე­ხე­ბი, რაც ჩვენს მა­მაშ­ვი­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ფე­ხის თი­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას თუ დავ­თვლით, 4-ია 5-ის ნაც­ვლად. ამა­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა... - და სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ვიცი, უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გიც­ნობთ... - მარ­თა­ლია, ჩვე­ნით ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ტე­რეს­დე­ბა, სი­უ­ჟე­ტებს აკე­თე­ბენ. ამან ის მო­ი­ტა­ნა, რომ ბავ­შვე­ბი ბევ­რმა გა­იც­ნო. თუ თა­ვი­დან დე­მეტ­რეს და­ნახ­ვა­ზე, მო­დი­ოდ­ნენ და გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ - ბავ­შვს რა სჭირს? ვერ და­დის? ახლა ამ კი­თხვებს აღარ სვა­მენ და მას ყვე­ლა ღი­მი­ლით ეგე­ბე­ბა. ესეც ღი­მი­ლი­ა­ნი ბი­ჭია, - ყვე­ლას ყო­ველ მე­ო­რე სი­ტყვა­ში „მიყ­ვარ­ხა­რო“ - ეუბ­ნე­ბა! ასე რომ, კარ­გი ვქე­ნი, რომ ამ სი­უ­ჟე­ტებ­ზე უარი არ ვთქვი და ბავ­შვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მეტ­რეს, ამ კუ­თხით და­ვეხ­მა­რე... ცუ­დია, როცა მშობ­ლე­ბი სა­კუ­თარ შშმ ბავ­შვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არი­დე­ბენ. აქ­ტი­უ­რად არ აჩე­ნენ... ქუ­ჩა­ში რომ დავ­დი­ვართ, სით­ბოს გარ­და არა­ფერს ვი­ღებთ, ბავ­შვიც თავს თა­ვი­სუფ­ლად გრძნობს. - რო­გორც შე­ვი­ტყვე, გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა­საც პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლობთ... - რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ, შენ გარ­შე­მო გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის აუ­დი­ტო­რია გროვ­დე­ბა. შენს პოს­ტებს კი­თხუ­ლო­ბენ, გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ... სამი წლის წინ გო­გო­ნამ მომ­წე­რა, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას მთხოვ­და, - ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თან­ხა არ ჰქონ­და. მას ის თან­ხა მი­ვე­ცი, მაგ­რამ მას­ზე პოს­ტიც დავ­წე­რე, რად­გა­ნაც წიგ­ნე­ბიც არ ჰქონ­და, გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თან ვერ ემ­ზა­დე­ბო­და... იმ პოსტს იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, გა­ვოც­დი, დახ­მა­რე­ბა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა. ის გო­გო­ნა შემ­დეგ სტუ­დენ­ტიც გახ­და. ამა­ზე კარ­გი შეგ­რძნე­ბა არა­ფე­რია, ვინ­მეს რომ და­ეხ­მა­რე­ბი და გა­ა­ხა­რებ. იმის მერე წე­ლი­წად­ში 2-ჯერ, პი­რა­დი გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ ვარ­ჩევ ადა­მი­ა­ნებს, ოჯა­ხებს, უმე­ტე­სად, ისე­თებს, სა­დაც შშმ პირი ცხოვ­რობს, ან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნე­ბი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მოკ­ლედ, დღე­ის­თვის 15-მდე ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შევ­ძე­ლით დახ­მა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც უი­მე­დოდ იყ­ვნენ.წელს პან­დე­მი­ის გამო მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ­დი, მი­მაჩ­ნდა, რომ ხალ­ხს სხვი­სი დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ ჰქონ­და. არა­და, უამ­რავ წე­რილს ვი­ღებ, სა­დაც დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. მოკ­ლედ, ერთი კვი­რის წინ, მე­გო­ბარ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა ლა­გო­დე­ხე­ლი ოჯა­ხის ვი­დეო, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი სა­ოც­რე­ბებს აკე­თე­ბენ იქ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მერე და­ვად­გი­ნე, ოჯა­ხის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი (5-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხია, ერთი შვი­ლი შშმ პი­რია, ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს და უამ­რა­ვი თავ­სა­ტე­ხია მათ წი­ნა­შე) შემ­დეგ ამ ხალ­ხის­გან ნე­ბარ­თვა ავი­ღე, რომ მათ­ზე პოს­ტი და­მე­წე­რა და გა­მევ­რცე­ლე­ბი­ნა. რომ მე­გო­ნა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ხალ­ხს სხვი­სი დახ­მა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მე­ო­რე დღეს ან­გა­რიშ­ზე, 12.000 ლარი დამ­ხვდა. სა­ბო­ლო­ოდ კი, 20.000 ლა­რამ­დე შეგ­როვ­და. დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ბევ­რი თვი­თონ ჩა­ვი­და ლა­გო­დეხ­ში და­სახ­მა­რებ­ლად, სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი ჩა­უ­ტა­ნა. მე­რი­აც და­ინ­ტე­რეს­და და რა­ღაც დო­ნე­ზე თა­ვის თავ­ზე ოთა­ხის გა­რე­მონ­ტე­ბა აიღო, მცი­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა თან­ხე­ბი ჩა­რი­ცხეს, ზოგს შე­იძ­ლე­ბა სულ 2 ლარი ჰქო­ნო­და და იქი­დან 50 თეთ­რი მათ ჩა­უ­რი­ცხა, ემიგ­რან­ტებ­მა იაქ­ტი­უ­რეს, ასე შეგ­როვ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა. მისი შეგ­რო­ვე­ბა ხომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, შემ­დეგ კი იმის გან­სა­ზღვრა, რო­გორ და­ხარ­ჯო, ყვე­ლა­ფე­რი უნდა აღი­ნუს­ხოს. თუმ­ცა ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რის გაბრ­წყი­ნე­ბულ თვა­ლე­ბად ღირს... - რას ისურ­ვებ­დით სა­ა­ხალ­წლოდ? - რომ ყვე­ლა ჯან­მრთე­ლად იყოს, აღარ შეგ­ვი­შა­ლოს ხელი პან­დე­მი­ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას ვი­სურ­ვებ­დი, რომ ახალ წელს თვა­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლის­გან უბრწყი­ნავ­დეთ, ხელი ცხოვ­რე­ბა­ზე არა­ვის ჩა­ექ­ნი­ოს, იმე­დი არ და­ე­კარ­გოთ, გან­წყო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნოთ. ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გო­რი გან­წყო­ბი­თაც შეხ­ვდე­ბი­ან ახალ წელს, მთე­ლი წელი ის გან­წყო­ბა გაჰ­ყვე­ბათ. ყვე­ლას კარ­გი წელი ჰქონ­დეს.