ბათუმში საზღვაო პოლიციის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
Batumi Daily
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის შესახებ, რომელთან კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ერთი ინფიცირებული სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, ხოლო მეორე ამავე სამმართველოს თანამშრომელი.
მათ ტესტირება 7 და 8 სექტემბერს ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.
სანაპირო დაცვის ყველა თანამშრომელს, რომელთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, უკვე ჩაუტარდა ტესტირება. ამჟამად, ისინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, შენობას კი დეზინფექცია ჩაუტარდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი_
#covid19_
#batumidialy