Post

Tbilisi Daily

კორონავირუსი საქართველოში? ვირუსის ნიშნებით ჩინეთის 9 მოქალაქე ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ჩინეთის 9 მოქალაქე ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული. ისინი გუდაურში ისვენებდნენ, რა დროსაც 2 მცირეწლოვან ბავშვს ტემპერატურის მომატება აღენიშნა, რის გამოც ისინი კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულებად დაფიქსირდნენ.  როგორც ცნობილია ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მოხვდნენ. ამ დროისთვის თითოეულ მათგანს გამოკვლევები უტარდება, ბავშვები კი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილნი. დიდი ალბათობით ბავშვებს კორონავირუსის ინფექცია არ გააჩნიათ, თუმცა, ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის თქმით, იგივეს არსებობის შემთხვევაში ისინი არსებულ გამოწვევას სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან. განახლება!!! ჩინეთის მოქალაქე ბავშვებს A ტიპის ვირუსი დაუდგინდათ, რაც თავისმხრივ გამორიცხავს კორონავირუსით დაავადების შემთხვევას #news