ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
Tbilisi Daily
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მეოთხე რაუნდზე ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწევენ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მათ მთავარ მოთხოვნაზე კომპრომისი არ ჩანს.
იქნება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი საბოლოო და შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.