მოსახლეობას ხვალ გავაცნობთ რა ტიპის შეზღუდვები იქნება და რომელი რიცხვიდან - ტიკარაძე 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის წევრები ხვალ ისაუბრებენ. ''დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესისა დასხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. გვაქვს ორი ვერსია რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი. ასევე მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს. ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ, ან მეტად უფრო გამკაცრებული სქემა, ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა. ჩვენ ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას რა ტიპის შეზღუდვები იქნება და რომელი რიცხვიდან'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.