ბრენდი „მედეა“ – პრეზიდენტის ახალი ინიციატივა
Tbilisi Daily
საქართველო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას ბრენდი „მედეა“, რომელიც ტრადიციულ ხალხურ მედიცინასა და ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციებს გააერთიანებს.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, ეს დაუბრუნებს საქართველოს ისტორიულ ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში.
„ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია! ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში! თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია.
ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება, იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი. უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი მედეა, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში“,- განაცხადა მან.