ავღანეთში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყანდაარის პროვინციაში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.