ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

Pirveliradio Ge

გუშინ, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრიკის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების თქმით ორმა პირმა ადგილზე აგურები ორგანიზებულად მიიტანა, შუშები ჩაამტვრია და გაიქცა. „ეს არის ქვა, რომლითაც ქართულ ოცნება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებს, ქვის ხანაში აპირებს ჩვენს დაბრუნებას, ეს არის ქვა, რომლითაც გაუსწორდნენ ჩვენ საარჩევნო შტაბს. მე მინდა ვუთხრა სამგორელებს, ეს არჩევნები არის თქვენი და ამ ქვის ხანაში დაბრუნებას ყველამ ერთად უნდა უთხრათ უარი," - განაცხადა ხაბეიშვილმა.